კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ექს-უფროსმა რომან შამათავამ საპატიმრო დატოვა

რომან შამათავა სასამართლოში. ფოტო არქივიდან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, რომან (რომა) შამათავამ საპატიმრო თითქმის 12-წლიანი პატიმრობის ვადის დასრულების შემდეგ დატოვა.

ინფორმაციას ადასტურებენ შამათავას ახლობლები და მეგობრები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე; ეს ცნობა თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

რომან შამათავა 2013 წლის 22 ოქტომბერს დააკავეს - ერთი წლის თავზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. პირველი ბრალდებები ეხებოდა:

  • რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) „ტერაქტის მოწყობას“ 2008 წლის 21 მაისს. ამ ბრალდებაში შამათავა 2014 წელს უდანაშაულოდ ცნეს.
  • თუმცა იგი დამნაშავედ ცნეს „თანამდებობის გადამეტებაში“ და მიუსაჯეს 4 წლითა 6 თვით პატიმრობა.
ასევე ნახეთ ხურჩის ტერაქტის საქმე
  • მოგვიანებით, 2016 წელს, რომან შამათავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმეზე და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ამნისტიის კანონის ძალით სასჯელის ზომა გაუნახევრდა და რვა წელიწადი დაემატა.
  • საბოლოო ჯამში, მან თითქმის 13 წელი გაატარა ციხეში.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, 2008 წელს სამხედრო დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა და დავით ცინდელიანი, რომლებიც სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერებად მუშაობდნენ, მოკლეს და ზღვაში გადაყარეს.
  • მათ კუდ-ის მაღალჩინოსნები აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებთან ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ;
  • შსს-ის გამოძიების თანახმადვე, ცინდელიანი და ქარდავა რომან შამათავამ მოკლა.
ასევე ნახეთ შსს-მ გახსნილად გამოაცხადა დავით ცინდელიანის გაუჩინარების და მკვლელობის საქმე