ბელარუსელ ჟურნალისტს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „სამშობლოს ღალატის“ გამო

დანილ პალიანსკის განაჩენი 25 ივლისს გამოუტანეს.

ბელარუსის სასამართლომ ჟურნალისტი დანილ პალიანსი დამნაშავედ ცნო ღალატსა და სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნებაში და დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დანილ პალიანსკის, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობდა, განაჩენი 25 ივლისს გამოუტანეს, თუმცა სასამართლო პროცესის შედეგი მხოლოდ პარასკევს გამოაცხადა ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ. პატიმრობის გარდა, პალიანსკის დაახლოებით 7000 დოლარის ეკვივალენტის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ასევე ნახეთ რის მიღწევას ცდილობს ლუკაშენკა?

„ბელარუსი უკვე ევროპის შავ ხვრელად იქცა, სადაც ადამიანებს სიტყვებისა და აზრების გამო ასამართლებენ“, - განაცხადა ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ბასტუნეცმა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის, „ვიასნას“ მონაცემებით, ბელარუსში 1190-მდე პოლიტპატიმარია.