პუტინის მიერ უიტკოფისთვის გადაცემული ჯილდო ეკუთვნის 21 წლის მაიკლ გლოსს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მაღალჩინოსნის, ჯულიან გალინა გლოსის ვაჟს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ის 2024 წლის აპრილში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
ინფორმაციას პუტინის მიერ გლოსის ლენინის ორდენით დაჯილდოების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
ასევე ნახეთ CIA-ს მაღალჩინოსნის შვილი 2024 წელს რუსეთის ჯარში მსახურობისას უკრაინაში დაიღუპა6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტრამპი პუტინთან შეხვედრას აპირებს მას შემდეგ, რაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი მოსკოვს ეწვია.
ალასკის სამიტი, თუ ის გაიმართება, ტრამპსა და პუტინს შორის პირველი პირადი შეხვედრა იქნება ამერიკის პრეზიდენტის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. აშშ არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
დანამდვილებით არ არის ცნობილი, რა პირობები წამოაყენა რუსეთმა ომის დასასრულებლად. პოლონური გამოცემა Onet-ის ცნობით, მოსკოვი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას (და არა სამშვიდობო შეთანხმებას), თუ ომში მოპოვებული მისი ყველა მიღწევა ფაქტობრივად აღიარებულ იქნება და სანქციების უმეტესობა მოიხსნება. სავარაუდოდ, არ ყოფილა საუბარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაზე ან იმის გარანტიებზე, რომ ის ნატოში არ შევა. უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვამ პოლონელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საეჭვო უწოდა.
ასევე ნახეთ WSJ: უკრაინამ და ევროპამ აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა შესთავაზეს