ბაქომ შესაძლოა, გააუქმოს ემბარგო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შესაძლოა გააუქმოს აკრძალვა კიევისთვის თავისი მარაგიდან იარაღის მიწოდებაზე - თუკი გაგრძელდება რუსეთის მხრიდან დარტყმები აზერბაიჯანთან დაკავშირებულ უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე.

ცნობას ავრცელებენ ტელეგრამის აზერბაიჯანული არხები, რომლებსაც კავშირი აქვთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გარემოცვასთან.

რუსეთის ტელეგრამის არხი "ვოენკორ კოტიონოკი" იუწყება, რომ "მთელი რიგი წყაროების თანახმად, ბაქო უკვე ავითარებს 122-მილიმეტრიანი და 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას შემდგომში მათი უკრაინისთვის გასაგზავნად, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიღებულია".

გამოცემა "მედუზა" იუწყება, რომ ელიევმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში დაგმეს რუსეთის დარტყმა აზერბაიჯანის სანავთობო ბაზაზე ოდესის ოლქში.

მანამდე ილჰამ ალიევმა უკრაინას ურჩია "არ შეურიგდეს" რუსეთის მხრიდან მისი ტერიტორიების ოკუპაციას.

მოსკოვსა და ბაქოს შორის დაძაბულობა რჩება გასული წლის დეკემბერში "აზერბაიჯანის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავის ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ახლოს ჩამოვარდნის შემდეგ. აზერბაიჯანი ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს, კრემლი უარყოფს მომხდარში თავის ბრალეულობას.

ასევე ნახეთ რუსეთის სამსახურებს კოორდინირებულად რომ ემუშავათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა - ალიევი ავიაკატასტროფაზე

27 ივნისს ეკატერინბურგში დააპატიმრეს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები, ამ პროცესში ორი ადამიანი დაიღუპა. პასუხად, ბაქოში დააკავეს და დააპატიმრეს რუსეთის ოცამდე მოქალაქე, მათ შორის კრემლის მომხრე სააგენტოს, "სპუტნიკ აზერბაიჯანის" ჟურნალისტები. საკუთრივ ამ მედიასაშუალების ლიცენზია ჯერ კიდევ თებერვალში იქნა გაუქმებული. დაკავებულთა ნაწილს წაუყენეს ნარკოტიკების კონტრაბანდის და კიბერ-თაღლითობის ბრალდებები.

ასევე ნახეთ

რუსეთი აღარ არის აზერბაიჯანის უფროსი ძმა„ისტორიული დღე“ - ალიევი და ფაშინიანი ტრამპთანროგორ კარგავს რუსეთი სამხრეთ კავკასიასრუსეთში აზერბაიჯანის დიასპორის ხელმძღვანელი დააკავეს - რუსეთის მედიაჩამოგდებული აბრა „რუსული სახლის“ თავზე - ბაქო მოსკოვის „რბილი ძალის“ წინააღმდეგ?პოლიცია შევიდა ბაქოში, რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების ოფისში