ქუთაისში ნარკოვაჭრობის ბრალდებით უბნის ინსპექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმერეთში ნარკოდანაშაულში ბრალდებული სამი ადამიანის დაკავების შესახებ. მათგან ერთი 56 წლის პოლიციელია, რომელიც მორფინს ჰყიდდა ყველაზე ცოტა ორ სხვა ადამიანზე. დაკავებულების სახლიდან მორფინის გარდა ამოღებულია "ბუპრენორფინიც".

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორია. ამ დანაშაულის გახსნაში ჩართული იყო როგორც შსს-ს გენერალური ინსპექცია, ისე გენერალური პროკურატურა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, რეალიზაციის საქმეზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ასევე 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს - ეს დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ შსს: დავაკავეთ თურქეთის 12 მოქალაქე - ისინი წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ