ნანა ბრეგვაძე შშმ არის პირი, რომელიც 2018 წლიდან 2025 წლის 17 მარტამდე მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრების დეპარტამენტის მომსახურების ოპერატორად მუშაობდა.
რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ უთხრა, რომ შესაბამისი რეკომენდაციებით მერიას გუშინ, 12 აგვისტოს, მიმართეს, პასუხად უარი კი დღეს მიიღეს. სახალხო დამცველის აპარატი ნანა ბრეგვაძის განცხადებას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა - მარტში დაწყებული საქმის ადმინისტრაციული წარმოება კი აგვისტოში დასრულდა.
„ჩავთვალეთ, რომ რეორგანიზაციის დროს დასაბუთების ის სტანდარტი, რომელიც პრაქტიკითა და უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით არის დადგენილი, არ იყო დაცული - საჭიროა რეორგანიზაციის ობიექტური კრიტერიუმების ცხადად გაწერა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება... გარდა ამისა, რადგან ჩვენი ბენეფიციარი არის შშმ პირი, მივიჩნიეთ, რომ საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული გონივრული მისადაგება არ იყო დაცული და სათანადო გულისხმიერება არ გამოიჩინა დამსაქმებელმა“, - ამბობს თამარ გვარამაძე.
თბილისის მერიაში რეორგანიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებაში დასაქმებული ადამიანების ნაწილმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც გმობდნენ ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. რეორგანიზაცია გამოაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანი.
ასევე ნახეთ თბილისის მერიის 100-ზე მეტი თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნება ასევე ნახეთ „ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“ - საჯარო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენრეორგანიზაცია გამოცხადდა სამინისტროებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში. ჯამში ათობით ადამიანი გაუშვეს სამსახურებიდან. ყველა, ვინც ამ საკითხზე საჯაროდ ისაუბრა, გათავისუფლებას უკავშირებს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებაზე მიერთებას.