ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტომდე ნებადართული იქნება საზღვარგარეთ რუსეთის მავნე საქმიანობისა და უკრაინის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის დაწესებული სანქციებით აკრძალული ტრანზაქციები, რომლებიც საჭიროა ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეხვედრის მხარდასაჭერად და მასში მონაწილეობისთვის.
ასევე ნახეთ ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში პუტინის ჩასვლას გააპროტესტებენამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.
შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია რუსეთის არაერთი ოფიციალური პირიც, რომლებიც პუტინის თანმხლებ დელეგაციაში იქნებიან.