მან სპეკულაციური და არაჯანსაღი უწოდა კითხვას, რომელიც ამ საკითხს შეეხებოდა:
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი [გამოძიების მხრიდან დაინტერესება] არ იქნება. ეს არის ჩემი რწმენა... [კომუნიკაცია] არაერთხელ მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, მას შემდეგ, რაც მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. თუ არ ვცდები, ერთხელ თუ ორჯერ მქონდა კომუნიკაცია“.
„TV პირველის“ ჟურნალისტმა კობახიძეს ღარიბაშვილის შესახებ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: შექმნის თუ არა ის პოლიტიკურ პარტიას დაკავებამდე.
„არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ გეტყვით პარტიებთან დაკავშირებით“, - თქვა პასუხად კობახიძემ.
მიმდინარე წლის 25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიაში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს აუწყა, რომ ის ტოვებდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას და პოლიტიკიდან მიდიოდა. პარტიის თავმჯდომარეობამდე იყოს იყო პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი.
27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვა, მისი ახლო ნათესავი, მისი ყოფილი მოადგილე და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი. ბრალდება ეხება „დიდი რაოდენობით თანხის“ - 1 333 728 ლარის - გაფლანგვას. საუბარია 2023 წელს თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე. ამ დროს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
ასევე ნახეთ „გარანტირებული“ ₾1.3 მილიონი - რა ვიცით თავდაცვის ექს-მინისტრ ბურჭულაძის გარემოცვის დაკავებაზე