სერგეი ლავროვისთვის კონფლიქტების მოგვარებისას ტერიტორიების გაცვლა ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუ მისცა რუსეთის სახელმწიფო არხ "როსია-1-ს" და გამოაცხადა, რომ ტერიტორიული ცვლილებები ხშირად კონფლიქტების მოგვარების აუცილებელი კომპონენტია.


ლავროვის მოსაზრება გაისმა იმ რეალობის ფონზე, როცა რუსეთს უკრაინის დაახლოებით მეხუთედი აქვს დაკავებული და უკრაინაში ომის დასრულების სხვადასხვა ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში ტერიტორიების თემა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ლიდერებთან, განაცხადა, რომ „ტერიტორიების გაცვლა“ და ტერიტორიული კორექტირება ნებისმიერი პოტენციური მოგვარების გასაღები იქნება.

ასევე ნახეთ ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები იქნება