პოლონეთში დრონი ჩამოვარდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე საჰაერო დარტყმის შემდეგ

დრონის ჩამოვარდნის ადგილი, პოლონეთი. 2025 წლის 20 აგვისტო

პოლონეთში გასულ ღამით ჩამოვარდა და აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი. ეს მოხდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს. ადგილზე მუშაობენ პოლიცია, სამხედრო პოლიცია და ტერიტორიული დაცვის ძალები - იუწყება სახელმწიფო დაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში.

პოლონეთის ბეჭდური სააგენტოს თანახმად, აფეთქება მოხდა სიმინდის ველზე, სოფელ ოსინიში, პოლონეთის აღმოსავლეთით. დაზარალებულები არ არიან, რამდენიმე სახლში ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები. ადგილზე აღმოჩენილია მეტალის და პლასტმასის დამწვარი დეტალები.

გაზეთ Rzeczpospolita-ს წყაროები იუწყებიან, რომ ჩამოვარდნილი დრონი რუსეთის წარმოებისაა. ეს შესაძლოა იყოს "შაჰედის" ტიპის საფრენი აპარატი ან საჰაერო ძალების დასაბნევად გამოყენებული დრონი-იმიტატორი. იუწყებიან, რომ დრონის ტიპი 20 აგვისტოს საღამომდე დაზუსტდება.

ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინას ისევ დრონებით შეუტია