უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიჰას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ევროპელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარში განიხილა უკრაინის პოზიცია უსაფრთხოების გარანტიებსა და სამშვიდობო გზაზე შემდგომ ნაბიჯებზე.
სიბიჰას განცხადებით, კიევი მზადაა მშვიდობისკენ შემდგომი ნაბიჯებისთვის.
"ჩვენ მზად ვართ ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ნებისმიერ ფორმატში და გეოგრაფიულ რეგიონში. ჩვენ მზად ვართ მკვლელობების დასასრულებლად და დიპლომატებისთვის შანსის მისაცემად. მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ვერ გაწელავს დროს უსასრულოდ. თუ რუსეთი გააგრძელებს მშვიდობისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის უარყოფას, მას მოუწევს შედეგების წინაშე დგომა: სანქციების სერიოზული გამკაცრება და უკრაინის პოტენციალის გაძლიერება“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პლატფორმა X-ზე.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სიბიჰამ განაცხადა, რომ დაადასტურა კიევის პოზიცია, რომ ასეთი გარანტიები უნდა იყოს კონკრეტული, იურიდიულად დამავალდებულებელი და ეფექტური.
"ისინი უნდა იყოს მრავალგანზომილებიანი, მათ შორის სამხედრო, დიპლომატიური, იურიდიული და სხვა დონეებით. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის არმია ფუნდამენტური რგოლია ნებისმიერი ასეთი გარანტიისა, ამიტომ მისი მაქსიმალური გაძლიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე ნახეთ უკრაინამ ნატოს წევრობასთან მიახლოებული უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს კიდევ ერთხელ გამოვიდა მუქარით, რომ რუსებს სანქციებს დაუწესებს, თუ ორი კვირის განმავლობაში არ გამოიკვეთება პროგრესი უკრაინის ომის მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ტრამპის ამ განცხადებას ერთი კვირით უძღოდა წინ ალასკაში მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ასევე ნახეთ ალასკის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა: ხუთი რამ, რაც უნდა იცოდეთ უკრაინის მშვიდობის დამყარების მცდელობების შესახებ