ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც „მსურველთა კოალიციაში“ არიან გაერთიანებული, მზად არიან უკრაინას შესთავაზონ ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მისცემენ.
ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც 3 სექტემბერს პარიზში მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
მაკრონის ინფორმაციით, უმკაცრესად კონფიდენციალური გარანტიების მომზადება თავდაცვის მინისტრების დონეზე უკვე დასრულებულია და დარჩენილია პოლიტიკური მხარდაჭერა.
ასევე ნახეთ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი გააკრიტიკა უკრაინის შესახებ განცხადებისთვისუსაფრთხოების გარანტიებს დღეს, 4 სექტემბერს პარიზში განიხილავენ „მსურველთა კოალიციის“ 30-მდე ქვეყნის ლიდერები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზელენსკიც. მან პრეზიდენტ მაკრონს მადლობა გადაუხადა უკრაინის ძლიერი მხარდაჭერისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის წინ საფრანგეთის პრეზიდენტთან განიხილა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მოსამზადებელი სამუშაოები და უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარებისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერების საკითხები.
ასევე ნახეთ რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინისთვის „მე-5 მუხლის მსგავსი“ პაქტი?უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა დანიიდან, სადაც 3 სექტემბერს შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს და მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის სახელმწიფოებისა და უკრაინის ლიდერთა სამიტში.