20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვიში, რომელსაც რუსეთის ჯარებმა საავიაციო ბომბით დაარტყეს. ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დაბომბვის დროს ხალხი პენსიას იღებდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს თან ახლავს დახოცილთა უმძიმესი ვიდეოკადრები.
უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა და მსოფლიოს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა. ზელენსკის განცხადებით, რუსები განაგრძობენ სიცოცხლის განადგურებას, მაგრამ თავიდან იცილებენ ახალ და ძლიერ სანქციებს და ახალ და ძლიერ დარტყმებს.
ასევე ნახეთ უნგრეთს და სლოვაკეთს სანქცირებულთა სიიდან 6 რუსი ბიზნესმენის ამოღება სურთ - მედიაუკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს, საჭიროა აშშ-ისა და ევროპის რეაქცია და ძლიერი მოქმედებები, რათა რუსეთს სიკვდილი აღარ მოჰქონდეს.
იაროვი დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონის სოფელია. ეს რაიონი ფრონტის ხაზთან მდებარეობს.
რუსეთს ამ სოფლის დაბომბვაზე დაბომბვაზე არაფერი უთქვამს.
განახლება: დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იაროვის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 21 ადამიანი და ამდენივე დაიჭრა.