გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც დაგმობილია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი დეზინფორმაციული ნარატივი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს.
"გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი", - ნათქვამია განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილის ბოლო განცხადება გერმანიაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით, ელჩ ფიშერს აკისრებდა პასუხისმგებლობას კალაძის შტაბთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ქცევაზე.
"გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" თბილისის შტაბს.
საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია", - დაწერა პაპუაშვილმა 8 სექტემბერს ფეისბუკის პირად გვერდზე.
ასევე ნახეთ შსს-მ მელიქიშვილზე დაპირისპირების შემდეგ გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულზე, ჯგუფურ ძალადობაზე დაიწყოსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც წარსულში გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, GIZ-თან მუშაობის გამოცდილება აქვს, მუდმივად ესხმის თავს როგორც გერმანიის ელჩს, ასევე სხვა დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული დღის წესრიგისკენ დაბრუნებას ურჩევენ.
პაპუაშვილის გარდა, დიპლომატებს, მათ შორის ელჩ ფიშერს, თავს ესხმიან "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებიც.
"ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს", - თქვა კახა კალაძემ გერმანიის ელჩზე საუბრისას 9 სექტემბერს და ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ პეტერ ფიშერი: დიახ, საქართველო ჩამოშორდა "ტრიოს"გერმანიის ელჩი კრიტიკის სამიზნე გახდა საქართველოს პარლამენტთან მოშიმშილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მონახულების გამოც.
"ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა და ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება", - თქვა ირაკლი კობახიძემ 20 ივნისს.
ასევე ნახეთ გერმანიის ელჩმა პარლამენტთან მოშიმშილეები მოინახულა ასევე ნახეთ „დიპლომატიური კატასტროფაა“ - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს მოშიმშილეების მონახულებისთვის აკრიტიკებს18 მაისს კი ბათუმში, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურე ვალერი ქოჩიაშვილმა მიაყენა ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ეს ამბავი პროპაგანდისტული არხების საშუალებით გავრცელდა მანამ, სანამ საელჩო ამ ფაქტს დაადასტურებდა.
ელჩი ბათუმში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად იყო ჩასული ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად.
ასევე ნახეთ ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო - გერმანიის ელჩი ბათუმში მისთვის მიყენებულ შეურაცხყოფაზე