პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი „დარწმუნებულია“, რომ რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში „დაგეგმილი“ იყო. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ნატოს და პოლონეთის თვითმფრინავებმა უკრაინაზე ღამის თავდასხმების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები ჩამოყარეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა: „რუსული დრონები ადრეც შემოჭრილან პოლონეთის საჰაერო სივრცეში - არა მხოლოდ დრონები, არამედ ფრთოსანი რაკეტებიც“.
„როდესაც ერთი ან ორი დრონი ამას აკეთებს, შესაძლებელია, რომ ეს ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო. თუმცა 19 შემთხვევა მოხდა და უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს შემთხვევითი იყოს“.
ასევე ნახეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, პოლონეთს ბრალი დასდო „მითების“ გავრცელებაში, რათა „უკრაინის კრიზისის კიდევ მეტი ესკალაცია“ მოახდინოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იმეორებს, რომ მას არ ჰქონდა დაგეგმილი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმა.
ასევე ნახეთ ტუსკი: პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 შეჭრა დაფიქსირდა, ვარშავა ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედებას ითხოვსმანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა, შემდეგ კი პარლამენტში მივიდა. ტუსკმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულია პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 შეჭრა და მათი უდიდესი ნაწილი - ბელარუსის ტერიტორიიდან.
დონალდ ტუსკის განცხადებით, დრონების ჩამოგდება პოლიტიკურ სიტუაციას ცვლის, ამიტომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვეს. ეს მუხლი ითვალისწინებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.