ისრაელმა იემენის დედაქალაქი დაბომბა

ოთხშაბათს ისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაში ჰუთი ამბოხებულების წინააღმდეგ კიდევ ერთი ძლიერი საჰაერო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც განადგურდა სამხედრო ობიექტები და საწვავის სადგური.

ჰუთების მიერ კონტროლირებადმა სატელიტურმა საინფორმაციო არხმა, ალ-მასირამ, განაცხადა, რომ ერთ-ერთი დარტყმა ცენტრალურ სანაში სამხედრო შტაბ-ბინას მოხვდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებიათ. ასევე დაზიანდა მეზობელი სახლები. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერი აფეთქებები ისმოდა.

ასევე ნახეთ ფონ დერ ლაიენი ღაზაში ომის გამო ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ვაჭრობის ნაწილობრივ შეჩერებას ითხოვს

ისრაელმა საჰაერო დარტყმების განხორციელება ჰუთების მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტებისა და დრონების გაშვების საპასუხოდ დაიწყო. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ჰამასს და პალესტინელებს ღაზის სექტორში და კვირას გაგზავნეს დრონი, რომელმაც გაარღვია ისრაელის მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვა და ქვეყნის სამხრეთ აეროპორტს შეეჯახა.

ასევე ნახეთ ისრაელი აცხადებს, რომ თავდასხმა განახორციელა დოჰაში მყოფ ჰამასის ლიდერებზე

2023 წლის შემოდგომის შემდეგ იემენელი ჰუთები პერიოდულად დარტყმებს ახორციელებენ ისრაელზე, ასევე წითელ ზღვაში თავს ესხმიან ხომალდებს, რომლებიც ისრაელის პორტებისკენ მიემართებიან ან რაიმე აკავშირებთ ამ სახელმწიფოსთან. ჰუთები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯებს დგამენ პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნად. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა არაერთხელ განახორციელეს დარტყმები იემენში განთავსებულ სამიზნეებზე, მათ შორის პორტებზე, ნავთობის საწყობებსა და საბრძოლო ობიექტებზე.