23 წლის მეგი (ირმა) დიასამიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს „ნივთის დაზიანებას ან განადგურებას“.
ამ მუხლის პირველი ნაწილი ისჯება „ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით“.
როგორც დემონსტრანტების ნაწილი წერს, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე მყოფმა მეგი გოგიტიძემ კალაძის ბანერს დააწერა „რუსული ოცნება“. წარწერა მალევე წაშალეს.
მეგი დიასამიძის და, ნელი დიასამიძე, ფეისბუკზე ადასტურებს თავისი დის დაკავებას და აცხადებს:
„რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშინოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე“.
დიასამიძე 2023 წლიდან არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ აქციების მონაწილე.
ვრცელდება დღეს კიდევ ერთი დემონსტრანტის დაკავების შესახებ ინფორმაცია. რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას.
ასევე ნახეთ 2 ადამიანი დააკავეს დემონსტრანტებზე ძალადობის გამო, ერთი დემონსტრანტი - ბანერის დაზიანების გამო