მოსამართლე სიქტურაშვილმა დახურა ხაბეიშვილისა და ზოდელავას პროცესი

ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა - ფოტოილუსტრაცია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილებით, დაიხურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი.

ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება “უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება|.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

ასევე ნახეთ პროკურატურა ხაბეიშვილის პატიმრობას ითხოვს და მურთაზ ზოდელავასთვის გირაოს შეფარდებას

სასამართლო პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლევან ხაბეიშვილის განცხადების გაკეთების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. მათ სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.

სწორედ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილია ის მოსამართლე, რომელმაც სუს-ის მიმართვის საფუძველზე ლევან ხაბეიშვილის დაკავების განჩინება გასცა. ამ მიზეზით ადვოკატებმა და ბრალდებულებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს. თუმცა ფიქრია სიქტურაშვილმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პროცესი მედიისთვისაც დახურულია.

ასევე ნახეთ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას სასამართლო - ლაივბლოგი (13/09/2025)