ელენე ხოშტარიას თქმით მისი მოტივაცია მეგი დიასამიძის მხარდაჭერა იყო. “ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა” - თქვა მან და დასძინა, “რა რეაგირება ექნებათ არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ არ დაგიჭერენ. არ მაინტერესებს, რას გადაწყვეტენ, რამდენჯერად მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძეს რომ რუსების მონაა.”
განახლება: 14 სექტემბერს, საღამოს ცხრა საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით(ნივთის დაზიანება, ან განადგურება):
„შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ".
შსს-ს განცხადებითვე, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
8 სექტემბერს, იგივე წარწერა გააკეთა 23 წლის აქტივისტმა მეგი დიასამიძემ, რომელიც კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ ზიანი 380 ლარად შეაფასა. 12 სექტემბერს კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით მეგი დიასამაძისის დაკავების დროს დაირღვა მისი უფლებები: „არ მიეცა ადვოკატის მომსახურების უფლება. მობილური ტელეფონი წაგლიჯეს დაკავებამდე. რეგულარული თხოვნის მიუხედავად, არ მიეცა ოჯახთან ან ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. ვეძებდით მას, შსს არ გვაძლევდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას… ის 9 საათი ჩამოჰყავდათ ლანჩხუთიდან თბილისში. მოძრავ ავტომობილში ეკეთა ბორკილები.”
ასევე ნახეთ მეგი დიასამიძე 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - ის კალაძის ბანერზე წარწერის გამო დააკავეს 10 სექტემბერს