ზურაბ აბაშიძე და დავით ევგენიძე - კიდევ ვინ გახდა „საპატიო თბილისელი“

ფოტოკოლაჟი: კახა კალაძე ზურაბ აბაშიძესთან (მარცხნივ) და დავით ევგენიძესთან ერთად.

თბილისობის პირველ დღეს, 20 სექტემბერს დედაქალაქის მერიამ „საპატიო მოქალაქის“ სტატუსი გადასცა 30 ადამიანს, მათ შორის იყვნენ კულტურისა და მეცნიერების დარგის წარმომადგენლები. სიგელები მათ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადასცა .

საპატიო მოქალაქის სტატუსით დააჯილდოვეს:

  1. ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი;
  2. ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი;
  3. ჯენარო ქრისტესაშვილი - რეპროდუქტოლოგი;
  4. დავით ევგენიძე - კომპოზიტორი;
  5. ზურაბ თურმანიძე - ზოგადი ქირუდგი;
  6. ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი;
  7. ნანული აბესაძე - მსახიობი;
  8. ოთარ გაბელაშვილი - ინჟინერი, სამთოგეოლოგი;
  9. ბაკურ კიღურაძე - არქიტექტორი, მეცნიერი;
  10. თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი;
  11. გოგა პიპინაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი;
  12. თენგიზ გუგეშაშვილი - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თოდუას კლინიკის თორაკო-აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  13. თინა მგალობლიშვილი - დიქტორი, მსახიობი;
  14. თომზირ ცომაია - სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე;
  15. თეიმურაზ ჩიგოგიძე - ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
  16. არჩილ გოგელია - მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი;
  17. თინათინ ბუკია - ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
  18. ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე - გამომცემელი, მეცენატი;
  19. გიორგი ბურჯანაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;
  20. ლეილა მუმლაძე - მუსიკოსი, პედაგოგი;
  21. ნუგზარ კვაშალი - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი;
  22. რომან (რომა) რცხილაძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი;
  23. ნანული სარაჯიშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი;
  24. ნიკოლოზ შენგელაია - მხატვარი;
  25. გივი ჭიჭინაძე - ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი;
  26. მანანა თოდაძე - მომღერალი, მსახიობი;
  27. რეზო ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე;
  28. თამაზ მოლაშვილი - მუსიკოსი, პედაგოგიური მოღვაწეობის 65-წლიანი სტაჟით;
  29. მალხაზ დოლიძე - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურმეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  30. ჯიმი ყიფიანი - იურისტი, ყოფილი მოსამართლე.

„საპატიო თბილისელების“ გამოვლენამდე ცერემონიალების სასახლის (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში) ეზოში კონცერტი გაიმართა, სადაც იმღერა მაია ჯაბუამ.