უკრაინის დაზვერვა იუწყება ანექსირებულ ყირიმში სამი რუსული ვერტმფრენი Mi-8-ისა და სარადიოლოკაციო სისტემა Nebo-U-ს განადგურების შესახებ.
„რუსი დამპყრობლების ავიაპარკი დროებით ოკუპირებულ ყირიმში კვლავ შემცირდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმი „მოჩვენებების“ ოსტატთა წარმატებული საბრძოლო ოპერაციების შედეგად“, ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლიდან ყირიმის ნახევარკუნძული თითქმის ყოველდღიურად იბომბება დრონებითა და რაკეტებით. უმეტეს შემთხვევებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ან რუსეთის ხელისუფლება არ ადასტურებენ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს, მაშინაც კი, როდესაც ხერხდება ამ ინფორმაციის დადასტურება.
ასევე ნახეთ უკრაინა: ყირიმში დარტყმა განხორციელდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრზე