საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
თბილისში გამართულ პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ქართველმა პარასპორტსმენებმა იტალიის, საფრანგეთის, მოლდოვის და თურქეთის გუნდები დაამარცხეს.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველომ 9 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი და ლევან გუგავა.