მისი გამოსვლის მთავარი ხაზი, ცხადია იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამოწვევა და საერთაშორისო ინსტიტუტების სისუსტე ომების შეჩერების კუთხით:
"დღეს არავის შეუძლია ჩვენს გარდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა: მხოლოდ ძლიერ ალიანსებს, მხოლოდ ძლიერ პარტნიორებს და მხოლოდ ჩვენ საკუთარ იარაღს.
21-ე საუკუნე დიდად არ განსხვავდება წარსულისგან - თუკი სახელმწიფოს სურს მშვიდობა, მან უნდა იზრუნოს იარაღზე. ეს არაჯანსაღია, მაგრამ ესაა რეალობა".
ზელენსკის განცხადებით, საერთაშორისო სამართალი იარაღის გარეშე არ მუშაობს:
"შესანიშნავად იცით, რომ საერთაშორისო სამართალი სრულფასოვნად არ მუშაობს, თუ არ გყავს ძლიერი მეგობრები, რომლებსაც ჭეშმარიტად სურთ მისი დაცვა. ესეც კი არ მუშაობს იარაღის გარეშე. ეს საშინელებაა, მაგრამ ამის გარეშე უარესი იქნებოდა.
არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები მეგობრებისა და იარაღის გარდა. არც ერთი უკრაინელის არჩევანი არ არის ასეთი რეალობა.
ვიცნობ რა ჩვენს ხალხს, ისინი განსხვავებულ პრიორიტეტს აირჩევდნენ. უკრაინელები მშვიდობიანი ხალხია, მაგრამ ეს არის ხალხი, რომელსაც სურს იცხოვროს, იცხოვროს თავისუფლად თავის დამოუკიდებელ ქვეყანაში. ამიტომაც ვახორციელებთ ამდენი სახელმწიფო ინვესტიციას თავდაცვაში, სხვა გზა უბრალოდ არ დარჩა.
ასევე ნახეთ ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიები დაიბრუნოსსახელმწიფოებს შეუძლიათ ილაპარაკონ თავიანთ ტკივილზე ასეთი ტრიბუნებიდან, მაგრამ სისხლის ღვრის დროსაც სიგნალიც კი არ არის რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტიდან, რომელსაც მართლა შეუძლია ამისი შეჩერება".
თავის გამოსვლაში მან არაერთხელ გააკრიტიკა საერთაშორისო ინსტიტუტები:
“ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ განცხადებები და განცხადებები”.
"არ არის ცეცხლის შეწყვეტა, რადგან რუსეთი ამბობს უარს. რუსეთმა გაიტაცა ათასობით უკრაინელი ბავშვი. ზოგიერთი მათგანი დავაბრუნეთ და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაგვეხმარა. მაგრამ, რამდენი ხანი დასჭირდება ყველა მათგანის დაბრუნებას, ვისი ბავშვობაც იმაზე სწრაფად გარბის, ვიდრე უფროსები ახერხებენ მათ დახმარებას.
შეხედეთ ისრაელს: თითქმის ორი წელი გავიდა და მძევლები ჯერაც არ გაუთავისუფლებიათ. ისინი უნდა გათავისუფლდნენ. ესეც არ მომხდარა.
წლების განმავლობაში არ ყოფილა არანაირი რეალური პასუხი სხვა საფრთხეებზეც. იქნებოდა ეს ქიმიური იარაღი, თუ შიმშილის იარაღად გამოყენება.
გასულ წელს ამ ასამბლეაზე მე გავაფრთხილე მსოფლიო ამის თაობაზე: რადიაციული კატასტროფების რისკზე, განსაკუთრებით ჩვენი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის მიერ ოკუპაციის გამო, რომელიც უდიდესია ევროპაში. თუმცა, არაფერი შეცვლილა. არაფერი.
გუშინ კი სადგური ისევ გაითიშა და რუსეთს არ შეუწყვეტია ატომური ობიექტის ახლომდებარე ტერიტორიების დაბომბვაც კი. და იმის გამო, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ძალიან სუსტია, ეს სიგიჟე გრძელდება".
ასევე ნახეთ კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი „დათვია“ და არა „ქაღალდის ვეფხვი“უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა ბოლო ხანს ნატოს ტერიტორიაზე რუსეთის დრონებისა და მოიერიშეების შეჭრის ფაქტებსაც:
"დიდი ხნის სამხედრო ალიანსის წევრობაც კი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ ხარ. სულ ახლახან 19-მა მარტივმა რუსულმა დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე და მხოლოდ 4 ჩამოაგდეს. საბედნიეროდ, ეს არ იყო „შაჰედები“ ან რამე უარესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი შედეგები მოჰყვებოდა. ისტორიაში პირველად ესტონეთს მოუხდა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის მოთხოვნა, ვინაიდან რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავები შეიჭრნენ მის საჰაერო სივრცეში".
თავის სიტყვაში ზელენსკიმ ახსენა საქართველოც, როგორც ევროპისთვის დაკარგული ქვეყანა:
"მოლდოვა იცავს თავს, კვლავ რუსეთის ჩარევისგან. ჩვენ ვეხმარებით მოლდოვას და რუსეთი ცდილობს იგივე გაუკეთოს მოლდოვას, რაც ირანმა გაუკეთა თავის დროზე ლიბანს. კვლავაც არასაკმარისია გლობალური პასუხი.
ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო: ადამიანის უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება იქ მხოლოდ მცირდება. საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე!
მრავალი წლის განმავლობაში ბელარუსიც მიიწევდა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. არ შეიძლება ევროპამ დაუშვას მოლდოვის დაკარგვაც.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, როგორ უგულებელყო მსოფლიომ საქართველოსთვის დახმარების საჭიროება, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, როგორ იყო გაშვებული ხელიდან მომენტი ბელარუსთან დაკავშირებით და რომ მოლდოვა არ უნდა დაიკარგოს.
ასევე ნახეთ როგორ და რატომ ცდილობს კრემლი მოლდოვის არჩევნებში ჩარევასევროპისთვის მოლდოვის სტაბილურობის მხარდაჭერა ძვირი არ არის, მაგრამ, თუკი ის ამას ვერ მოახერხებს, ეს ბევრად ძვირი დაუჯდება. ამიტომაც, საჭიროა, ევროკავშირი დაეხმაროს მოლდოვას ახლა - ფინანსურად, ენერგომხარდაჭერით. არა მხოლოდ სიტყვებით ან პოლიტიკური ჟესტებით.
არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებების და სახელმწიფოთა უფლებების დაცვა რეგიონში, სადაც ეს უფლებები საფრთხის ქვეშ არის. გაეროს ქარტია და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ყველგან უნდა იყოს გამოყენებული. თუმცა, თალიბანმა ავღანეთში მთელი ქვეყანა დააბრუნა ბნელ დროში. ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში კარტელები უფრო ძლიერია, ვიდრე იქაური მთავრობა.
ამისი მიზეზიც არის საერთაშორისო სამართლის განადგურება და საერთაშორისო ინსტიტუტების სისუსტე. ეს ეხება იარაღის ზრდას. იარაღი წყვეტს, ვინ გადარჩება".
ზელენსკი შეეხო როგორც ზოგადად შეიარაღების ზრდის, ისე ახალი ტიპის შეიარაღების თანმხლებ ახალ საფრთხეებსაც: „ახლა ათობით ათასმა ადამიანმა იცის პროფესიონალურად როგორ მოკლას დრონების გამოყენებით“ - განაცხადა ზელენსკიმ - „ასეთი თავდასხმის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი იარაღით, დანით ან ბომბით თავდასხმისა - ეს მოიტანა რუსეთმა თავისი ომით“ - უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უბრალო დრონს უკვე ათასობით კილომეტრის დაფარვა შეუძლია და რომ „ომი აღარ დაგიდევთ გეოგრაფიას“, რისი დასტურიც არის ბოლო ხანს ევროპის აეროპორტების დახურვა დრონების გამო:
„რა ხდება, როცა ყველა სახის დრონი ხელმისაწვდომია ტერორისტების პატარა ჯგუფების ან კარტელებისთვის?“.
ასევე ნახეთ "რუბიკონის" საიდუმლო. დრონების სპეცრაზმი პარკ "პატრიოტში"ზელენსკიმ განაცხადა აგრეთვე, რომ სიცოცხლეების გადასარჩენად უკრაინა დღეს მიწისქვეშა სკოლებსა და საავადმყოფოებს აშენებს:
“ამ ომისა და მასთან ერთად შეიარაღების გლობალური რბოლის ახლა გაჩერება უფრო იაფია, ვიდრე მოგვიანებით - მიწისქვეშა საბავშვო ბაღების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის მასობრივი ბუნკერების მშენებლობა. …რუსეთის შეჩერება ახლა უფრო იაფია, ვიდრე იმაზე ფიქრი - ვინ პირველი შექმნის ბირთვული ქობინის გადამტან უბრალო დრონს”.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ იორკში 23 სექტემბერს ჩავიდა. მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე გამართულ სამიტში. მოგვიანებით შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაპოსტა:
„მას შემდეგ, რაც გავეცანი და სრულად მესმის უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური ვითარება და მას შემდეგ, რაც ვნახე ეკონომიკური გასაჭირი, რასაც ეს რუსეთისთვის იწვევს, ვფიქრობ, უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, არის იმ პოზიციაში, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს უკრაინა მისი თავდაპირველი ფორმით. დროით, მოთმინებითა და ევროპის, კერძოდ ნატოს ფინანსური დახმარებით, საკმაოდ კარგი ვარიანტია თავდაპირველ საზღვრებამდე მისვლა, საიდანაც ეს ომი დაიწყო. რატომაც არა? რუსეთი სამ-ნახევარი წელია უმიზნოდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. სინამდვილეში, ეს მათ „ქაღალდის ვეფხვს“ ამსგავსებს“.
ამ პოსტის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთი არანაირად არ არის ვეფხვი“ და „უფრო დათვთან ასოცირდება, ქაღალდის დათვები კი არ არსებობენ“.
ასევე ნახეთ ნატოს ახალი ოპერაცია - „აღმოსავლეთის გუშაგი“