საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი დამნაშავედ ცნეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეში

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის სასამართლოში. 25 სექტემბერი 2025 წელი

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეში, თუმცა უდანაშაულოდ ცნო ამავე საქმეში პასიურ კორუფციაში მონაწილეობისთვის წარდგენილ ბრალდებებში.

სარკოზის ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამასთან მას დაეკისრა 100-ათასევროიანი ჯარიმის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის საპატიმრო სასჯელს ციხეში გაატარებს, იმის მიუხედავად გაასაჩივრებს თუ არა ის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტს ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით გარიგებაში მონაწილეობა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, ბრალდებებს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გამოძიების ვერსიით, სარკოზიმ 2007 წელს 50 მილიონი ევრო მიიღო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის.

ამ არჩევნებში სარკოზიმ გაიმარჯვა. მეორე ტურში მან აჯობა სოციალისტური პარტიის კანდიდატს, მარი-სეგოლენ რუაიალს.

კადაფი ლიბიის მმართველი გახდა 1969 წელს, როცა სამხედრო გადატრიალების გზით დაამხო მეფე იდრის პირველი.

2011 წელს კადაფი სამოქალაქო ომის დროს მოკლეს. მეამბოხეებს მხარს უჭერდა საფრანგეთის არმიაც, რომლის მთავარსარდალი იყო პრეზიდენტი სარკოზი.

ასევე ნახეთ

საფრანგეთში დაიწყო ექსპრეზიდენტ სარკოზის სასამართლო კადაფისგან დაფინანსების მიღების ბრალდებითსაფრანგეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკოლა სარკოზის სააპელაციო საჩივარიLe Figaro: საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, დამნაშავეობრივ ჯგუფში მონაწილეობის ბრალდება წაუყენესსარკოზი ცილისწამებას უწოდებს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს