მათ ბრალად ედებათ „მასობრივი დესტაბილიზაციისა და არეულობის მომზადება ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე და დედაქალაქში ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით“.
დაკავებულთა შორის ორნი ძმები არიან, - მოლდოვის ხელისუფლების თანახმად, დნესტრისპირეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში დასაქმებულები.
„დაკავებისა და ჩხრეკის დროს „ამოღებულ იქნა“ რამდენიმე ნივთი, მათ შორის პიროტექნიკა და აალებადი ნივთიერებები, რომლებიც საზოგადოებაში პანიკის გამოსაწვევად და ქაოსის შესაქმნელად იყო გამიზნული“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
დღეს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა - ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ჩარევაზე განცხადებების ფონზე.
ხმის მიცემა ქვეყანაში ადგილობრივი დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით ღამის 10 საათზე) დასრულდა.
აქტივობამ 51.9% შეადგინა - ხმა მისცა 1 593 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა.
1.32 მილიონზე მეტმა ხმა მისცა მოლდოვაში, დანარჩენებმა კი - საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში.
საზღვარგარეთ ზოგიერთ უბანზე კენჭისყრა კვლავ გრძელდება.
ასევე ნახეთ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. არჩევანი კვლავ ასე დგას: დასავლეთი თუ რუსეთი