კახეთში 74 წლის კაცმა 21 წლით უმცროსი ცოლი მოკლა - შსს

მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება.

კახეთში 74 წლის კაცმა 53 წლის მეუღლე მოკლა.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, მკვლელობა მოჰყვა მათ საცხოვრებელ სახლში ყოფით ნიადაგზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას.

შსს წერს, რომ მკვლელობა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა - კაცმა ქალს გულ-მკერდის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

„ამოღებულია“ დანაშაულის იარაღი. ქმარი დაკავებულია.

მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.