თბილისის საკრებულოში „ალტ-ინფო“ მოხვდა, გახარიას პარტია - ვერა: ვინ გახდნენ დეპუტატები

თბილისის საკრებულო

ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა: მისი კანდიდატი გახდა მერი 64-ვე მუნიციპალიტეტში. ასევე უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოებში.

დედაქალაქის საკრებულოში წარმომადგენელი ეყოლება ოთხ პარტიას, მათ შორის არ არის პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ოპოზიციიდან ვერცერთმა პარტიამ შეძლო მაჟორიტარული ოლქის მოგება.

საკრებულოში წარმომადგენლები ეყოლება:

#3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) - 1 მანდატი;

#9 - „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 2 მანდატი;

#36 - „გირჩი“ - 2 მანდატი;

#41 - „ქართული ოცნება“ - 45 მანდატი.

საკრებულოს დეპუტატები გახდნენ:

„ალტ-ინფო“:

  1. გიორგი ქარდავა.

„ლელო - ძლიერი საქართველო“:

  1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
  2. ვახტანგ სურგულაძე.

„გირჩი“:

  1. დავით ფანჯიკიძე;
  2. გიორგი გვენეტაძე.

„ქართული ოცნება“:

  1. შალვა სუთიაშვილი;
  2. თინათინ ნიბლოშვილი;
  3. ბექა დავითულიანი;
  4. გურამ ნიკოლაშვილი;
  5. ნიკოლოზ კახეთელიძე;
  6. ნინო ვარდოსანიძე;
  7. ავთანდილ ცინცაძე;
  8. კონსტანტინე ზარნაძე;
  9. ბექა ოდიშარია;
  10. ოთარ ჩრდილელი;
  11. გიორგი ხუროძე;
  12. კახა ბერაძე;
  13. ლევან არველაძე;
  14. ლევან აბაშიძე;
  15. ალექსანდრე მუკათარიძე;
  16. ნოდარ ბოკერია;
  17. მარიამ გრიგოლიშვილი;
  18. ლუკა ძაძამია;
  19. ქეთევან ჭავჭანიძე;
  20. ლალი კოლომიკოვი.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარები:

  • მთაწმინდა - ზურაბ აბაშიძე (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე);
  • „ცენტრალური“ ვაკე - ალექსანდრე ასათიანი;
  • „ზედა“ ვაკე - ბექა გელენავა;
  • საბურთალო 1 (ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გოთუა) - ბექა მიქაუტაძე (კრწანისის გამგებელი);
  • საბურთალო 2 (კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი) - არჩილ ნიჟარაძე (მომღერალი);
  • საბურთალო 3 (დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომი) - შალვა პერანიძე (საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი);
  • კრწანისი - ლევან ჯაფარიძე (მოქმედი მაჟორიტარი);
  • ისანი 1 (ავლაბარი) - კახაბერ ლაბუჩიძე (მოქმედი მაჟორიტარი);
  • ისანი 2 (ვაზისუბანი) - ბექა მენთეშაშვილი (ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომელი);
  • ისანი 3 (ნავთლუღი) ოლქში - დავით ხაბეიშვილი (მოქმედი გამგებელი);
  • სამგორი 1 (მასივი) - გიორგი დოხტურიშვილი (ყოფილი მაჟორიტარი);
  • სამგორი 2 (ქვედა სამგორი) - ზაქარია წიკლაური;
  • ვარკეთილი - ვაჟა კოკაია;
  • ლილო-ორხევი - მამუკა ხაბარელი;
  • ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე (საკრებულოს წევრი);
  • დიდუბე 1 - გივი ჩხარტიშვილი (მოქმედი მაჟორიტარი);
  • დიდუბე 2 (დიღომი) - შოთა ქევხიშვილი;
  • ნაძალადევი 1 (ზღვის უბანი, „თემქა“) - ირაკლი ბენდელიანი
  • ნაძალადევი 2 - შალვა მაისურაძე;
  • ნაძალადევი 3 („ძველი ნაძალადევი“-„ლოტკინი“) - დავით ჭელიძე;
  • ნაძალადევი 4 (სანზონა) - ვალერიან პაპუაშვილი (გამგეობის თანამშრომელი);
  • გლდანი 1 - (ავჭალა) - შალვა ოგბაიძე (მოქმედი მაჟორიტარი);
  • გლდანი 2 (მუხიანი) - ცოტნე ჩიქვინიძე;
  • გლდანი 3 (ლუწი მიკრორაიონები) - მიხეილ რეხვიაშვილი (საკრებულოში „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელი;
  • გლდანი 4 (კენტი მიკრორაიონები) - ჯაბა კოღუა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა არ მიიღო ორმა დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო 64-ვე ოლქში.

ასევე ნახეთ „ოცნებამ“ თვითმმართველ ქალაქებში მანდატების 80%-ზე მეტი მიიღო - როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები