სამხედრო პირებისგან ანგარიშების მოსმენამდე პუტინმა რუსული არმიის „მიღწევებზე“ ილაპარაკა. კრემლის საიტზე 7 ოქტომბერს, ღამით გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, პუტინმა განაცხადა, რომ „ამჟამად სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რჩება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხარეს“.
პუტინის თანახმად, ამ წელს უკრაინაში „გაათავისუფლეს“ 4900კმ² ტერიტორია - 212 დასახლებული პუნქტი.
ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?2025 წლის აგვისტოში უკრაინული ანალიტიკური პროექტი Deep State, რომელიც მონიტორინგს უწევს ფრონტზე არსებულ ვითარებას, იუწყებოდა, რომ რუსეთის ჯარებს უკრაინაში ყველაზე დიდი წინსვლა ჰქონდათ ფართომასშტაბიანი აგრესიის პირველ ეტაპზე და თუ 2022 წლის 12 ნოემბრამდე ოკუპირებული ჰქონდათ 108 651კმ², 2022 წლის 12 ნოემბრიდან 2025 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით შეძლეს მხოლოდ 5842კმ²-ის მიტაცება, რაც უკრაინის ტერიტორიის 0,96781%-ია. ანალიტიკოსების თანახმად, ომის საერთო მიმდინარეობასთან შედარებით ეს მინიმალური წარმატებაა.
ასევე ნახეთ ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიები დაიბრუნოს- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.