გაეროს ხელმძღვანელი მიესალმა ღაზის შეთანხმებას, აცხადებს, რომ ორგანიზაციის გუნდები "მზადყოფნაში არიან"

ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში 9 ოქტომბერს მიესალმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას და განაცხადა, რომ გაერო დახმარებისთვის მზადაა.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მზადყოფნაშია სრული მხარდაჭერის აღმოჩენისთვის. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მზად ვართ მოქმედებისთვის - ახლავე", - თქვა გუტერეშმა გაეროში.

გუტერეში გამოდის მოწოდებით, ღაზაზე სრული და სტაბილური წვდომა ჰქონდეთ ჰუმანიტარულ მუშაკებს.


ასევე ნახეთ ტრამპი: ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას