ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში ენერგომომარაგება შეუწყდა მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარე რაიონებს.
ენერგოსისტემაში შექმნილი რთული ვითარების გამო სუმის ოლქში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა. პოლტავის ოლქში ენერგომომარაგება შეუწყდა 16 ათასზე მეტ აბონენტს.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილიც. ზაპოროჟიეს მცხოვრებთ გაზის ეკონომიურად მოხმარებისკენაც მოუწოდეს.
ზაპოროჟიეს ოლქში არის მსხვერპლიც. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა შვიდი წლის ბიჭი. დაჭრილია სამი ადამიანი.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმა იყო ჩერკასის ოლქშიც, სადაც 10 ადამიანი დაშავდა და 7 მრავალბინიანი სახლი დაზიანდა.
ასევე ნახეთ რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს კიევზებოლო ხანს რუსეთის ჯარები ისევ განსაკუთრებული ინტენსივობით უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინელებს გაუმწვავოს გათბობის და ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა.
თავის მხრივ, უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ საწარმოებს, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის გაზის და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს და ტერმინალებს.
ასევე ნახეთ რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.