„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა კულტურის სფეროს წარმომადგენლები - ამავე სფეროში „გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.
ბრწყინვალების ორდენები გადაეცათ:
- მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორს, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს;
- მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძეს;
- პოეტებს დავით მაღრაძესა და ლია სტურუას;
- მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილს.
კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
- მუსიკოსი ნინო თორაძე;
- საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი;
- კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი;
- ფოლკლორისტი გიორგი დონაძე;
- კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი;
- მომღერალი ნატო მეტონიძე;
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე;
- მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია;
- „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი;
- „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე;
- ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი;
- „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი;
- ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერლები - ამირან გეთიაშვილი, ნიკოლოზ მამიაშვილი, ბიძინა სამხარაძე, ტარიელ ჯაჭვაძე, ივანე გოგინაშვილი;
- ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი.
„სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ“, - თქვა ყაველაშვილმა ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.
ხოლო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები“:
„ ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა და რეალურად არ ხდებოდა ზრუნვა კულტურის განვითარებაზე, რამაც შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა ხელოვნების, კულტურის, შემოქმედებით სფეროში... ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე".
ასევე ნახეთ „ქართული კინო საფრთხეში“ - კინემატოგრაფისტების პროტესტი გრძელდება ასევე ნახეთ ასამდე მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი ბოიკოტს უცხადებს კულტურის სამინისტროსა და მწერლის სახლს