დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. ლონდონმა სანქცირებულთა ჩამონათვალს 15 ოქტომბრიდან დაამატა უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიები „ლუკოილი“ და „როსნეფტი“.
დიდი ბრიტანეთი „დიდი შვიდეულის“ პირველი სახელმწიფოა, რომელმაც „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. „როსნეფტი“ სანქცირებულია ევროკავშირის მიერაც.
გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ინდურ კომპანია Nayara Energy-საც, რომლის თანამფლობელი რუსული „როსნეფტია“.
ასევე ნახეთ ტრამპის თქმით, ინდოეთის პრემიერმა უთხრა, რომ რუსული ნავთობის შეძენას შეწყვეტენდიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეულ 51 გემსაც - ტანკერებს, რომლებსაც მოქმედი სანქციების გვერდის ავლით იყენებენ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.
სანქცირებულია კიდევ რამდენიმე ბანკი და ჩინური, ინდური და სინგაპურული კომპანიები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ ენერგეტიკის და სამხედრო სფეროებში.