მისი თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ, მათ შორის ერთ-ერთი გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია.
ასევე ნახეთ "სამართლიანი სასამართლო თუ იქნება საქართველოში, მაშინ ვიტყვი ყველაფერს” - გდდ-ს ყოფილი თანამშრომელიირაკლი შაიშმელაშვილი 2024 წლის 3 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. მან თანამდებობა საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა.
ასევე ნახეთ სპეცრაზმის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა სამსახური დატოვაშაიშმელაშვილის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დედაქალაქში მიმდინარე პროევროპული დემონსტრაციების ძალადობრივად დასჯა. ამ დროს ათობით დემონსტრანტმა და ჟურნალისტმა დაზიანებები მიიღეს - ამ საქმეზე არცერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების გამო - პარტიაში გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
დემონსტრაციები თითქმის ერთი წელია, გრძელდება თბილისში - რუსთაველის გამზირი ყოველდღიურად იკეტება. დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი.
ასევე ნახეთ პატიმრობით ისჯება აქციაზე ნიღაბი, გზის გადაკეტვა, პიროტექნიკის ქონა - „ოცნებამ“ კანონპროექტი მიიღო