თუმცა სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ევროპამ აქცია ზურგი საქართველოს:
„ეს არ ნიშნავს ევროპის მხრიდან ზურგის შექცევას. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ ხალხის ნებიდან გადახვევა... ქართველი ხალხი ყოველდღე, იმედით და გაბედულად მაინც ირჩევს ევროპას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
19 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მათ გადაწყვიტეს, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გამოიძახონ, იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ გააგრძელონ მოქმედება.
„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“, - წერს გერმანიის საგარეო იწყება X-ზე.
ასევე ნახეთ გერმანიამ კონსულტაციებისთვის გაიწვია ელჩი პეტერ ფიშერი