„უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნა. გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც დააზიანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები. მანამდე ეს ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა, გვქონდა ძალიან კარგი დინამიკა და ფიშერის პირობებში, ძალიან მძიმე ზიანი მიადგა ამ ურთიერთობებს... მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ გერმანიის ელჩის გაწვევა და "ოცნების" იმედები - სინამდვილეში რას ნიშნავს ეს?19 ოქტომბერს, როდესაც გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისათვის გაიწვია, განაცხადა, რომ მომდევნო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავდა.
ასევე ნახეთ გერმანიამ კონსულტაციებისთვის გაიწვია ელჩი პეტერ ფიშერიამასთან, გერმანიის საგარეო უწყებამ X-ზე დაწერა:
„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“.
2 ოქტომბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
„ჩვენ გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - განუცხადეს საქართველოს წარმომადგენელს გერმანიის საგარეო უწყებაში.
ასევე ნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს - „აგრესიული რიტორიკა მიუღებელია“