"პუბლიკის" თანახმად, ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი გაათავისუფლეს

ფოტოზე: მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი

„პუბლიკის“ თანახმად, ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი მალევე გაათავისუფლეს.

როგორც ონლაინგამოცემა წერს, ბასტი მგალობლიშვილი სახლთან, ტაქსიში ჩაჯდომისას დააკავეს. მისი მონათხრობის მიხედვით, ორმა პოლიციელმა მანქანაში ჩაისვა. ეკითხებოდნენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აზუსტებდნენ, იყო თუ არა მამუკა მგალობლიშვილი. ჟურნალისტმა მათ წარუდგინა სამსახურებრივი პრესბარათიც.

"ბასტი მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მოიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ", - წერს "პუბლიკა".

გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „დაკავებული არც ყოფილა, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, არც არსად გადაუყვანიათ, გადაამოწმეს და წავიდა თავის გზაზე. მის მიმართ სამართალწარმოებაც არ არის, რომ ყოფილიყო, გააცნობდნენ ადგილზე შესაბამისად.“

ასევე ნახეთ დააკავეს "პუბლიკის" ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციას აშუქებდა