რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარგზავნილი ინვესტირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში, კირილ დმიტრიევი, აშშ-ში იმყოფება მოსალაპარაკებლად, ამ ცნობას Reuters-ი რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
X-ით მოგვიანებით თვითონ დმიტრიევმა განაცხაა, რომ ეს იყო ადრე დაგეგმილი ვიზიტი.
Axios-ი წყაროზე დაყრდნობით აკონკრეტებს, რომ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდება. მოლაპარაკებები შესაძლოა მაიამიში გაიმართოს.
CNN-მა უფრო ადრე გაავრცელა ცნობა, რომ დმიტრიევი აპირებდა ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, “აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარშემო დისკუსიის გასაგრძელებლად”.
დმიტრიევის ვაშინგტონში ჩასვლამდე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ბუდაპეშტში შესაძლო შეხვედრა გაუქმდა. შემდეგ აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ენერგეტიკულ კომპანიებს.
ასევე ნახეთ აშშ-ის სანქციები "ლუკოილისა" და "როსნეფტის" წინააღმდეგ - რა შეეხება საქართველოს