სტარმერმა ე.წ. „ნების კოალიციის“ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ მეტის გაკეთება შეიძლება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში, თავის ოფიციალურ რეზიდენციაში მიიღო.
ასევე ნახეთ აი, რისი გაკეთება შეუძლია „ტომაჰავკის“ რაკეტებს უკრაინისთვის
სტარმერმა თავისი ქვეყანა უკრაინის “უახლოეს მოკავშირედ და მხარდამჭერად” მოიხსენია.
როგორც BBC-ი იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაფართოების აუცილებლობას. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, შორი რადიუსის იარაღს და დრონებს.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკვე ამარაგებენ უკრაინას შორი რადიუსის Storm Shadow-სა და Scalp-ის ტიპის სისტემებით.
ასევე ნახეთ აშშ-ის სანქციები "ლუკოილისა" და "როსნეფტის" წინააღმდეგ - რა შეეხება საქართველოს