ჟურნალისტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილ ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
მის მეუღლეს, მაია ბოკერიას 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.
მათ „გზის გადაკეტვას“ ედავებოდნენ.
ივანოვ-ჩიქოვანის კოლეგის, ნინო ზაუტაშვილის ცნობით, წყვილი დააკავეს საკუთარ სახლში, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
დღეს სასამართლომ, წინა დღეების მსგავსად, კვლავ არაერთ დემონსტრანტს შეუფარდა პატიმრობა. მხოლოდ მცირე ნაწილს დააკისრეს ჯარიმა.
ასევე ნახეთ დააკავეს საპროტესტო აქციების კიდევ რამდენიმე მონაწილე - განახლებადი