ლატვიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ოჯახში ძალადობის შესახებ კონვენციის დატოვებას

კონვენციის დატოვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რიგაში.

ლატვიის პარლამენტმა ხუთშაბათს, 13-საათიანი ინტენსიური დებატების შემდეგ მხარი დაუჭირა სტამბოლის კონვენციის დენონსაციას. ევროპის საბჭოს ამ საერთაშორისო დოკუმენტის მიზანია ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთა.

ხელშეკრულება ლატვიაში 2024 წელს შევიდა ძალაში, თუმცა ულტრაკონსერვატიულმა ჯგუფებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპის მასშტაბით გააკრიტიკეს ეს დოკუმენტი. ისინი ამტკიცებენ, რომ ის ხელს უწყობს „გენდერულ იდეოლოგიას“, ხელს უწყობს სექსუალურ ექსპერიმენტებს და ზიანს აყენებს ბავშვებს.

ასევე ნახეთ ლატვიაში აპროტესტებენ ქვეყნის გასვლას ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო კონვენციიდან

ლატვიის ოპოზიციურმა კანონმდებლებმა ხელშეკრულებიდან პოტენციურად გასვლის პროცესი სექტემბერში. მათ შეუერთდა „მწვანეთა და ფერმერთა კავშირი“, სამმხრივი მმართველი კოალიციის აგრარული ალიანსის წევრი.

კენჭისყრის წინ, ოთხშაბათს, რიგაში ჩატარდა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი აქცია. პოლიციის ინფორმაციით, აქციაში 5000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ხუთშაბათს პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს 10 დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ კანონპროექტს ხელი მოაწეროს, პარლამენტს ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნოს ან, კონკრეტულ გარემოებებში, რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვოს.

ასევე ნახეთ

ევროპის კავშირი სტამბოლის კონვენციას შეუერთდა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველადჯო ბაიდენმა "ღრმად იმედგამაცრუებელი უწოდა" თურქეთის გასვლას "სტამბოლის კონვენციიდან"სლოვაკმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს საერთაშორისო კონვენციას ქალთა უფლებებზესაქართველომ რატიფიკაცია უყო ევროპის საბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ