ყვარელში ორ დღეში ორი ძაღლი „განსაკუთრებული სისასტიკით“ მოკლეს

ფოტოილუსტრაცია

ყვარელში ორ დღეში ორი ძაღლი მოკლეს. „განსაკუთრებული სისასტიკით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შემთხვევა 31 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს მოხდა. ბრალდებული დაკავებულია.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ასევე ნახეთ

წავიკითხეთ ახალი კანონპროექტი შინაურ ცხოველებზე და აი, რა გავარკვიეთ იქ, სადაც ძაღლს ჩაგრავენროგორ უვლით შინაურ ცხოველებს? - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სახლებში მოგაკითხავთსტერილიზაცია საქმეს ვერ შველის - თბილისი მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ვერ ჭრის    ძაღლური ცხოვრება - რა ვუყოთ ქუჩის ცხოველებსბათუმელი ძაღლები ნაგავსაყრელზე სასიკვდილოდ დატოვესროდის აშენდება უპატრონო ძაღლების თავშესაფარი კახეთშირა კვებავს ცხოველებზე ძალადობას?კეთილდღეობა თუ უფლება? თუ ორივე ერთად? - ცხოველი ადამიანის ხელშიმიუსაფარი ძაღლები - საფრთხე და ზრუნვის საგანი