დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ რაც შსს-ს იურისტმა თათია ქონიაშვილმა ის სამართალდამრღვევად მოიხსენია, გაირკვა, რომ ლადო წიბახაშვილს ორი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, რომლის შესახებაც მხოლოდ დღეს შეიტყო. საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით კანონის გამკაცრებამდე პოლიცია დემონსტრანტებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ ჯარიმებს უწერდა, რიგ შემთხვევებში ამის შესახებ დაჯარიმებულები ინფორმაციას არ ფლობენ.
ლადო წიბახაშვილი მიიჩნევდა, რომ პროტესტისას გზის გადაკეტვა მისი უფლებაა. ის გუშინ 3 ნოემბერს დედასთან მანანა ჯავაშვილთან, ძმასთან გიგა წიბახაშვილთან და დეიდასთან ეკა ჯავაშვილთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გზის სავალ ნაწილზე. ყველა მათგანი პოლიციამ დღეს დააკავა.
ლადო წიბახაშვილი დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტეს ყველას ერთად დაკავება, რაზეც შსს-ს იურისტისგან პასუხად მიიღო, რომ კანონს აღასრულებენ განურჩევლად.
მანამდე ლადო წიბახაშვილის დედას მასწავლებელს, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს მანანა ჯავაშვილს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ მასწავლებელ მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდესწინა ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს. 28 მათგანი - ადმინისტრაციული წესით.
მათ შსს ედავება რუსთაველის გამზირის „უკანონოდ გადაკეტვას“ - რაც, ორ კვირაზე მეტია, გამკაცრებულად ისჯება, პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობით, ჯარიმის გარეშე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 16 ოქტომბერს გაამკაცრა, ერთი წლის განმავლობაში გზის განმეორებით გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით ისჯება - ერთ წლამდე ვადით პატიმრობით.
ასევე ნახეთ დააკავეს წიბახაშვილების ოჯახის სამი წევრი - სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით