ასე უპასუხა ელჩმა ჟურნალისტს ბრიფინგზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიშს შეეხებოდა.
ასევე ნახეთ ევროკავშირის გაფართოებაზე საქართველოს შესახებ ანგარიში გამანადგურებელია - პაველ ჰერჩინსკი„რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, როგორც უკვე ხშირად განვაცხადეთ, ჩემმა ზემდგომებმაც თქვეს, ეს საკითხი იქნება განხილული - ჩვენ ვფიქრობთ, ამ მექანიზმის შესახებ შეთანხმება მოხდება ამ თვის ბოლოს. დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზების შეჩერების ანგარიშის შედეგებს სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, მათ შორის საქართველოს შესახებ. ამ ანგარიშის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა გააკეთონ ძალიან სერიოზული უკუსვლიდან გამომდინარე, რაც ხდება საქართველოში“, - თქვა ელჩმა.
ბოლო პერიოდია მუდმივად ჩნდება კითხვები, შეუჩერდება თუ არა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებიდან გაირკვა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს „გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით.
ასევე ნახეთ კალასის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა „გარკვეულ ჯგუფებს“ გაუუქმოს უვიზო მიმოსვლა ასევე ნახეთ ევროპასთან უვიზოს შეჩერების ახალი ვადებისა და წესების შესახებ - ვის შეეხება? რა მოჰყვება?