„კანონით გათვალისწინებული ნორმებით, [თუკი აქცია] მოქალაქეთა გადაადგილებას უშლის ხელს, ეს უნდა იქნეს შეთანხმებული ხუთი დღით ადრე მაინც... მოძრაობის გადაადგილებას არ უშლით ხელს? ეს არ არის საზოგადოების გადასაადგილებელი სივრცე? დისკუსიაში შემოსვლას არ ვაპირებ, კანონი სრული სიმკაცრით იქნება აღსრულებული“, - უთხრა პოლიციელმა დემონსტრანტებს, რის პასუხადაც გაისმა: „არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა“.
ერთი კვირის წინ, 10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
- ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
ასევე ნახეთ პოლიციის გაფრთხილების გარეშე „ხალხის სავალ ადგილას“ აქციის გამართვა აიკრძალა11 დეკემბერს, ამ ახალი კანონის მიღების მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ადვოკატმა კახა წიქარიშვილმა და აცნობა, რომ პარლამენტთან, „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქცია გაიმართება, „რასაც შედეგად მოჰყვება ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივი გადაკეტვა“.
„პარლამენტის წინა ტერიტორია დაჯავშნილია. ცალ-ცალკე განცხადება არის შეტანილი ყოველ დღეზე. შეგვიძლია 19 დეკემბრის ჩათვლით ვიგრიალოთ ტროტუარზე“, - დაწერა კახა წიქარიშვილი ფეისბუკში.
ასევე ნახეთ ახალი კანონის გამო პოლიციას აცნობეს, რომ პარლამენტთან, ტროტუარზე აქცია გაიმართებასაქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.