ბავშვთა დაცვის დღე და ბავშვთა დაუცველი უფლებები

Your browser doesn’t support HTML5

ბავშვთა სიღარიბე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მძიმე მდგომარეობა, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვნებელი (გასულ წელს 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა), ძალადობა ბავშვების მიმართ და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა - ესაა ძირითადი გამოწვევები ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, - ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარშში, რომლის პრეზენტაციაც ომბუდსმენის ოფისმა გამართა. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ომბუდსმენმა ახალი კამპანიის დაწყების შესახებაც ილაპარაკა. „უსაფრთხო სათამაშო“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის მიზანია სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობის მექანიზმის შექმნა და ცნობიერების ამაღლება. 1 ივნისს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა ბავშვთა უფლებებისთვის მიძღვნილი მრავალი ღონისძიება.