ჩერნობილი: ადამიანის არყოფნაში ცხოველებმა გაიხარეს
თეთრკუდიანი არწივი მგლის ლეშთან ბელორუსიის მიტოვებულ სოფელ დრონკიში. სოფელი ჩერნობილის ატომური რეაქტორის გარშემო შექმნილ 30-კილომეტრიან აკრძალულ ზონაში მდებარეობს.
მგლები ბელორუსიის სოფელ ორევიჩიში. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ეს ტერიტორია სამუდამოდ დატოვა 100 ათასამდე ადამიანმა, რის შედეგადაც შეიქმნა სიდიდით დაახლოებით ლუქსემბურგისხელა მიტოვებული ზონა.
კიდევ ერთი ორევიჩელი მგელი (ბელორუსია).
ცხენ-ირემი ბელორუსიის მიტოვებულ სოფელ დრონკიში. ადრეულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რადიაციამ შეამცირა ცხოველთა გამრავლების ტემპი, მაგრამ ახლა ასეთივე გამოკვლევებით დადგინდა, რომ ძუძუმწოვრების გამრავლების მაჩვენებელი ისევ იზრდება.
ბუ ტოვებს სახლის საკვამურს ბელორუსიის სოფელ კაჟუშკიში. ეს მიტოვებული ზონაა უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის საზღვრებთან.
მელა თოვლში. ბაბჩინი, ბელორუსია.
ცხენ-ირემი სოფლის მახლოლად. ბაბჩინი, ბელორუსია.
თეთრკუდიანი არწივი მიტოვებული სკოლის სახურავზე. ტულგოვიჩი, ბელორუსია.
ბიზონების ჯოგი. დრონკი, ბელორუსია.
ბიზონები. დრონკი, ბელორუსია.
კაჭკაჭი. ბაბჩინი, ბელორუსია.
ოქროსფერი არწივი უახლოვდება ცხენ-ირმის ლეშს ბელორუსიის სოფელ ბაბჩინთან.
წავი მიტოვებულ სოფელ პოგონოესთან (ბელორუსია).
კოდალა ბაბჩინის მახლობლად, ბელორუსია. 2015 წელს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, ბიოლოგებმა დაასკვნეს, რომ ჩერნობილის მაგალითი "ასახავს ველური ბუნების გამძლეობას, როცა ის ადამიანისგან ზეწოლისგან თავისუფლდება".