დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ ერთ ინტერვიუს. ეთნიკურად რუსი აფზახეთის მკიდრი ქალი იხსენებს აფხაზეთის ომის დაწყების პირველ დღეებს და ამბობს, რომ, შეიარაღებული ფორმირებების შესვლის მიუხედავად, რამაც დაარღვია ადგილობრივთა ყოველდღიური სიმშვიდე, აგრესია ნაკლებად იგრძნობოდა. მტრობა ნელ-ნელა იძენდა ფორმებს. რა როლი ჰქონდათ და აქვთ ქალებს კონფლიქტში და პოსტკონფლიქტურ რეალობაში, მათი ჰუმანური განწყობებიდან გამომდინარე? ამ საკითხზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: თაკო თოლორდავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, და სალომე ადამია, „ახალგაზრდა სოციალისტების“ თავმჯდომრე. გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს.
Your browser doesn’t support HTML5
გადაკვეთის წერტილი