როცა სამომავლო გეგმებს ომი წყვეტს

თაკო თოლორდავა, რუსიკო მარშანია

თქვენ გაეცნობით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩაწერილ ინტერვიუებს, რას ჰყვებიან ეთნიკურად ოსი მოქალაქეები ცხინვალში 90-იან წლებში დაწყებულ კონფლიქტზე, რომელიც მოგვიანებით შეიარაღებულ ომში გადაიზარდა.

Your browser doesn’t support HTML5

გადაკვეთის წერტილი

რა ვითარებაა დღეს ცხინვალში, რა პირობებში უწევს საქმიანობა სამოქალაქო სექტორს და რა ახალი საფუძველი სჭირდება დიალოგსა და მოლაპარაკებას.

პროგრამა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. სტუმრები: თაკო თოლორდავა, ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი და რუსიკო მარშანია, „ბერგჰოფის ფონდის“ წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციისა „პირისპირ“ – ჩამოთვლილ საკითხებზე გველაპარაკებიან. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.