უცხოს ფენომენი ომში

მარინა დარსანია, ლაშა ჯაიანი

სინანული და ჰეროიზმი, ომში წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და მტრისთვის აღმოჩენილი სასიცოცხლო დახმარება - ეს ის თემებია, რომელზეც გადაცემის რესპონდენტები საუბრობენ. გადაცემის სტუმრები ლაპარაკობენ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილი მტრობის ისტორიულ საფუძვლებსა და ამ საფუძვლების ცოდნის აუცილებლობაზე.

Your browser doesn’t support HTML5

გადაკვეთის წერტილი

გადაცემის სტუმრები: ლაშა ჯაიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; მარინა დარსანია - ქართულ-აფხაზური დიალოგის მონაწილე. გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.