ქალთა უხილავი შრომა
Your browser doesn’t support HTML5
გადაცემაში ქალების შრომაზე ვისაუბრებთ. შრომა, რომელსაც ქალები ეწევიან შინ, აუნაზღაურებელია. ქალები შრომობენ სამსახურში და შრომას განაგრძობენ სახლშიც. საშინაო საქმეებში იგულისხმება არა მხოლოდ ოჯახის წევრებზე ყოველდღიური ზრუნვა, არამედ ხშირად, დამატებით, შრომა მიწაზეც, საქონლის მოვლა და სხვა. „გენდერული ამბების“ სტუმართან საუბარი გვექნება იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩანს ქალის შრომა. გადაცემის სტუმარი: გვანცა ხონელიძე - „ქალთა მზერის“ წარმომადგენელი, გენდერის მკვლევარი, ფემინისტი.